logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი, ჩვენი მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან
ბექა ლილუაშვილი: სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი, ჩვენი მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან
10:15 10.06.2020
ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, როდესაც საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა პანდემიის მართვის მიმართულებით, ასევე დაიწყო მუშაობა ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით და იმ გეგმის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს, როგორც ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე სექტორალურ ჭრილში.


"ყოველთვის, თითოეული ღონისძიების მთავარი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიის მიერ გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. პირველ რიგში, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე გვეზრუნა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შემოსავლის წყარო, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში ჩვენ მიგვეცა მათთვის მინიმალური რესურსები და საშუალება, რათა დავხმარებოდით, შეგვემსუბუქებინა ეს წნეხი. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რატომაც დეველოპერულ სექტორში გადავწყვიტეთ მხარდაჭერის განხორციელება, ეს არის, პირველ რიგში, თავად ამ სექტორის მოწყვლადობა მსგავსი ტიპის კრიზისების მიმართ და როგორც წესი, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და როდესაც ესეთი ტიპის გლობალური ეკონომიკური კრიზისები ხდება და მათ შორის საქართველოშიც, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკაზე ამ კრიზისის ზეგავლენას, პირველ რიგში, ზარალდება ისეთი სექტორები, როგორიც არის დეველოპერული სექტორი, სამშენებლო სექტორი და საჭიროა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შევუნარჩუნოთ სამსახური. ამ სექტორში პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი და გარდა ამ ადამიანებისა, უამრავი ადამიანი არის დასაქმებული ისეთ სექტორებში, როგორიც არის, მაგალითად ავეჯის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და უამრავ სხვა ინდუსტრიაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დეველოპერული სექტორის საქმიანობასთან. ამიტომ, ეს არის ასობით ათასი ადამიანი, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პოტენციურად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ გადადგამდა მხარდაჭერის ღონისძიებებს და არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენ მივიღეთ, დაკარგავდა შემოსავლის წყაროს და დარჩებოდნენ შემოსავლის გარეშე. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რატომაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და მეორე ნაწილი იყო თავად მშენებლობის მაღალი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 9 პროცენტამდე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.




როგორც მან განმარტა, მთავრობის მიზანია ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ორიენტირი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, რომელიც ერთის მხრივ წარმოადგეს დასაქმების დიდ წყაროს და მეორეს მხრივ, გარკვეული მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. მისივე თქმით, სწორედ ეს ორი კრიტერიუმი იყო ძირითადად იმის განმსაზღვრელი, თუ რატომ გადადგა მთავრობამ ის ნაბიჯები, რაც გადადგა და რატომ გახდა პრიორიტეტული იმ სექტორების დამხარება, რომელსაც ის ეხმარება.


"რა თქმა უნდა, გარდა ამისა, დამატებით არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ დეველოპერული სექტორის ეფექტიანობა და მისი განვითარება, ზოგადად ამ სექტორში არსებული მდგომარეობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყანაში საფინანსო სექტორის ფუნქციონირებასაც. საფინანსო სექტორში პრობლემების შექმნა იმიტომ, რომ დავუშვათ დეველოპერულ სექტორში შეიქმნებოდა პრობლემები, ეს არის სისტემური გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებლად დააზიანო ეკონომიკა და წლების განმავლობაშ გაახანგრძლივოს ეს კრიზისი", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა