logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ მომავალი წლიდან უნდა დავუბრუნდეთ იმ პარამეტრებს, რასაც განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი ჰქვია
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ მომავალი წლიდან უნდა დავუბრუნდეთ იმ პარამეტრებს, რასაც განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი ჰქვია
21:00 09.06.2020
დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტი იმიტომ არის კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი არსებობდეს წლების განმავლობაში. ჩვენ მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ სვლა და დავუბრუნდეთ იმ პარამეტრებს, რასაც განვითარებაზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობაზე აწყობილი ბიუჯეტი ჰქვია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა "დღის ქრონიკაში" 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე საუბრისას.


მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მასშტაბური ცვლილებები შევიდა.


"როდესაც საუბარია ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, უნდა გავითვალისწინოთ, რა არის ამ დოკუმენტის მთავარი მახასიათებელი. ცვლილებები იმდენად მასშტაბურია, რომ არსებულ ბიუჯეტთან სხვაობაა რიცხვებში, სხვაობაა კონცეპტუალურადაც. ჩვენ პრაქტიკულად, ვსაუბრობთ ახალ ბიუჯეტზე. რა არის ეს ახალი ბიუჯეტი, რით ხასიათდება? ჩვენ ჩვეულებრივ, ბიუჯეტს ვაწყობდით იმ სულისკვეთებით, რომ კაპიტალური ხარჯები იყო ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი, რაც ქვეყნის განვითარებისა და სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის იყო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. ამავდროულად, გვქონდა დაბალი დეფიციტი და 2,5 პროცენტი, პრაქტიკულად, არის ისეთი დეფიციტი, რომელიც არ ზრდის ვალს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. პირიქით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ვალი გიმცირდება კიდეც. ახლა, ეს ფილოსოფია შემოტრიალდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ თავს უფლება მივეცით, რომ გაგვეზარდა დეფიციტი. დავიწყოთ კაპიტალური ხარჯების შეზღუდვა და ძირითადი ნაწილი წამოვიღოთ სოციალურ და საკომპენსაციო პაკეტებზე, იმიტომ რომ ეს არის კრიზისი, ეს არის ცეცხლის ჩაქრობა და როდესაც გაქვს ეს გამოწვევა, ცდილობ, რომ პირველ რიგში, ჩააქრო ცეცხლი, დაასტაბილურო მდგომარეობა და ამის შემდეგ, ხელახლა დაიწყო ფიქრი განვითარებაზე," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, დღეს მთავარი პრიორიტეტი სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.


"ამ ეტაპზე, გადამწყვეტია სოციალური სტაბილურობა. ჩვენ პირველ რიგში, ჰუმანიტარული რისკები უნდა ავირიდოთ. ამავდროულად, უნდა დავაზღვიოთ და დავეხმაროთ ბიზნესს, რათა იქაც ავირიდოთ კრიზისები, როგორიც არის გაკოტრება და ასე შემდეგ. სწორედ ესაა პირველი რიგის ამოცანა. ამის გამო, ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს ტრადიციულ ბალანსზე მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს. პირიქით, ამჯერად, მეტი აქცენტი სოციალურ მიმართულებაზე გავაკეთეთ და მას მივანიჭეთ პრიორიტეტი. ამასთან ერთად, დავიწყეთ თანხების მობილიზება და ვალის, შესაბამისად, დეფიციტის გაზრდაც. თუმცა, კიდევ გიმეორებთ, ეს ბიუჯეტი იმიტომ არის კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი არსებობდეს ქვეყანაში წლების განმავლობაში. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ სტაბილურობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა