logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: ჩვენი ამოცანაა ნაკლები ზარალით და ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან
ირაკლი კოვზანაძე: ჩვენი ამოცანაა ნაკლები ზარალით და ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან
20:55 09.06.2020
"მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შედის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რეალურად ეს არის ახალი ბიუჯეტი. საკმარისია, ნახოთ თუნდაც მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებები და ამაში დარწმუნდებით", - განაცხადა საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ტვ "იმედის" ეთერში.



მისი ინფორაციით,ზოგადად, საბიუჯეტო პროცესი იწყება მაისში, პარლამენტში პირველი დრაფტის მიღება ოქტომბერში ხდება და დეკემბრის ბოლოს იგი მტკიცდება. "ეს ცვლილებები კი არის ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოძახილი. მასში წარმოჩენილია ყველა ის პროექტი, რომელთა პრეზენტაციაც მოხდა პრემიერის ოფისში და რომელთაც ვაჟღერებდით პარლამენტში თვენახევრის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4, 5%-იან ზრდაზე.



"ვფიქრობდით, რომ იქნებოდა 5%-თან ახლოს. იმის გამო, რომ მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც არის ეკონომიკური კრიზისი, საქართველო შევა ეკონომიკურ რეცესიაში და დაგეგმილია -4%-ზე ანუ ეკონომიკა შეგვიმცირდება. დეფიციტი გვქონდა დაგეგმილი 2,5%-ის ოდენობით, ახლა არის 8, 5%. ეს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრებია. ხარჯვა, ასიგნებები იყო 14 მლრდ 430 მლნ-ის ფარგლებში, ახლა ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ბიუჯეტს აკლდება 1მლრდ 800 მლნ ლარი შემოსავლებში, მაგრამ იმ პროგრამების ფინანსირებისთვის, რომელიც გამოცხადებული იყო - სოციალური ხარჯები, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და სხვ - გვჭირდება 3 მლრდ 400 მლნ ლარი. ზუსტად ამ საბიუჯეტო დანაკლისებისთვის და პროგრამების დასაფინანსებლად ვიღებთ დახმარებებს დონორებისგან, საერთაშორისო პარტნიორებისაგან. გამომდინარე აქედან, იცვლება ყველა მუხლი. შეცვლილია ასიგნებებიც. 14მლრდ 430 მლნ-ის ხარჯვითი ნაწილის ნაცვლად, 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ახლა არის 15 მლრდ 930 მლნ-მდე. ჩვენი ამოცანაა ნაკლები ზარალით და ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა