logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პირველ კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 26.8%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ
სოსო არჩვაძე: მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პირველ კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 26.8%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ
15:35 09.06.2020
„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2020 წლის პირველ კვარტალში 26.8%-ით (28.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 135.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში მყოფი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ - ექსპერტი სოსო არჩვაძე პანდემიის პერიოდში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია რამდენიმე გარემოებით.

„როგორც მოსალოდნელი იყო, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა და მხოლოდ 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. - ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მხოლოდ 58.3 პროცენტია. აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია რამდენიმე გარემოებით:

პირველი, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამწვეული სამეწარმეო აქტიურობის შემცირების, სახელმწიფოთა უმრავლესობის და მოქალაქეების თვითიზოლაციისა და საზღვარგარეთული სამეწარმეო და ადამიანური კონტაქტების მკვეთრი შემცირების გამო.
მაგალითად, უკვე პირველი კვარტალის ბოლოს მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობა თითქმის 8-ჯერ შემცირდა;

მეორე, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებამ მოხსნა აღნიშნული მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობა და
მესამე, განხორციელდა არარეზიდენტების რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს საკუთრებაში.

მეოთხე, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2020 წლის პირველ კვარტალში 26.8%-ით (28.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 135.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში მყოფი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ.

სწორედ აღნიშნული გარემოებით უნდა აიხსნას ისიც, რომ საზღვარგარეთული ინვესტიციების თითქმის 9/10 მოდის იმ დარგებზე, რომლებიც სწორედ გრძელვადიან და სტაბილურ სამეწარმეო გარემოზე აკეთებენ ორიენტაციას (საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები).

ამავე დროს, შეიმჩნევა ქვეყნების ასიმეტრიული დამოკიდებულება საქართველოში ინვესტიციებსა და და სავაჭრო ექსპანსიის მასშტაბების მიხედვით: ბოლო მონაცმებით, საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 61.2 პროცენტი მოდის გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ზე, მაშინ როდესაც ამ ქვეყნების წილი საქართველოში განხორციელებულ იმპორტში მხოლოდ 7.2 პროცენტია.

ამის საპირისპიროდ, რუსეთი და თურქეთი, რომლებიც „ფეხს ითრევენ“ ინვესტიციების საქართველოში განხორციელებაზე (მათზე ჯამურად საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მხოლოდ 13.2 პროცენტი მოდის), გაცილებით აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოს იმპორტში - მათზე მოდის საქართველოს მთლიანი იმპორტის 27.9 პრცენტი (10.5% - რუსეთზე და 17.4% - თურქეთზე).

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიდევ ერთი საგულისხმო ტენდენცია: პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სულ უფრო ინტენსიურად ანაცვლებს ის რესურსი, რომელიც საქართველოში ფულადი ტრანზაქციების სახით შემოდის. – 2020 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთიდან განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 135 პროცენტით გადააჭარბა და 388.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ტრანზაქციებისა და პირდაპირი ინვესტიციების ჯამში (554.2 მლნ. აშშ დოლარი) პირდაპირი ფულადი ტრანზაქციების წილად მოდის 70.2 პროცენტი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ მხოლოდ 57.2 პროცენტი მოდიოდა” - წერს სოსო არჩვაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა