logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს
ნათია თურნავა: საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს
15:24 09.06.2020
"საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს", - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრმა აგარის შაქრის ქარხანაში ვიზიტისას ისაუბრა, სადაც მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა.

„ადგილობრივ წარმოებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე მასშტაბები უფრო დიდია, თვითღირებულება კი უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნოს ადგილობრივმა პროდუქციამ და მათ შორის ადგილობრივმა შაქარმა, ამას მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დეტალურად განიხილეს ქარხნის ბიზნესგეგმა, მათი თვითღრებულების სტრუქტურა, რომელშიც დიდი წილი ბუნებრივ აირს და ლოგისტიკურ მომსახურებას უჭირავს. ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო წარმოებას სწორედ ამ კომპონენტებში აღმოუჩენს მხარდაჭერას. კერძოდ - ქარხანა შედარებით შეღავათიან ფასში მიიღებს ბუნებრივ აირს და სარკინიგზო მომსახურებას.

„ჩვენ წარმოებას დავეხმარეთ იმით, რომ შედარებით შეღავათიან ფასში მივაწოდეთ ბუნებრივი აირი - ნავთობის და გაზის კორპორაციამ. ასევე საქართველოს რკინიგზა დაპირდა, რომ შეღავათიან ტარიფში გაუწევს ლოგისტიკურ მომსახურებას. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წარმოება და აგარის შაქრის ღირებულება იყოს კონკურენტული, მდგრადი, და აქ დასაქმებულმა 500-მდე ადამიანმა ხელფასები დროულად მიიღოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, წარმოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ გამოცხადებული საშემოსავლო შეღავათები 6 თვის განმავლობაში, რამაც ასევე ხელი შეუწყო ქარხნის ამოქმედებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა