logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა. სახელმწიფო ხელს უწყობს ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა
ლევან დავითაშვილი: აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა. სახელმწიფო ხელს უწყობს ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა
15:18 09.06.2020
აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველია, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდა. ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული და პროდუქციის დღიური წარმადობა 500 ტონამდეა. რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.

ახალ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ერთი თვის წინ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა და ტრადიციების მქონე აგარის შაქრის საწარმომ მუშაობა განაახლა. დღეს ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და დღეში 500 ტონამდე შაქარს აწარმოებს, რაც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. საწარმო, იმ მხარდაჭერის პირობებში, რომელიც სახელმწიფომ შექმნა სხვადასხვა პროგრამის სახით, შეძლებს წარმატებულ საქმიანობას. ახლა ძალიან აქტიური პერიოდია სურსათის, როგორებიცაა მურაბები, ჯემები და სხვა წარმოების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ადგილობრივი, ხარისხიანი ნედლეული კონკურენტუნარიან ფასად, ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. აგარის შაქარი ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა