logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და შემოსავალი
გიორგი გახარია: ჩვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და შემოსავალი
12:51 09.06.2020
"ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის აღდგენის კუთხით გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, ეპიდემიოლოგიურად, კრიზისის და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და საქართველო, როგორც პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად იქნა აღიარებული.

„ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო, როგორც პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა. მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან და რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთანაც მოლაპარაკება თითქმის დასრულებული გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ იქნებ ცოტა ხანი დაველოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება. ტურბულენტობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან, მოგეხსენებათ, ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. მოკლედ, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული, ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ოპონენტები პოპულისტური ციფრებით გვსაყვედურობენ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და შემოსავალი. ჩვენი მიზანი არის ძალიან მარტივი - უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული და დღეს იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოვახერხებთ დისკუსიის დასრულებას, რომ სწრაფად გავაგზავნოთ ეს ანტიკრიზისული, 2020 წლის ბიუჯეტი პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა