logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
ნათია თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
11:51 09.06.2020
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და მისი პერსონალი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებში ერთ-ერთი პირველი ჩაერთნენ. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციების პერიოდში სააგენტო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა და თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა აუცილებელი პროდუქციით ქვეყნის უწყვეტ მომარაგებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მაღალპროფესიული საქმიანობისთვის.

პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობითა და საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების შეუფერხებელი გაცემით, სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანას შეფერხების გარეშე, რითაც ქვეყანაში საჭირო პროდუქციასთან დაკავშირებით დეფიციტი არ შექმნილა.

მთავრობის ანტიკრიზისული უწყებათაშორისი საბჭოს საპრევენციო გადაწყვეტილების შესაბამისად, სააგენტომ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, სახმელეთო გზით საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებისთვის რუსთავსა და ფოთში თვითიზოლაციის სივრცეები - ტირპარკები მოაწყო. აღნიშნული სივრცის გამოყენება შეეძლოთ მძღოლებს, რომელთაც არ გააჩნდათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა და სააგენტოს მხარდაჭერით საშუალება ეძლეოდათ, ესარგებლათ მათვის საჭირო ინფრასტრუქტურით ყოველგვარი საფასურის გარეშე.

სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საზღვარზე შემოსული ყველა მძღოლის მონიტორინგს მათი გადაადგილების შესახებ.

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია, სააგენტოს აქტიური ჩართულობა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლების ბულგარეთიდან ჩარტერული ავიარეისით დაბრუნების პროცესში, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.



კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთი ურთულესი პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი ეფექტური საქმიანობისთვის და მაღალი დონის პროფესიონალიზმისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა