logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი: ქართული პირბადის წარმოების პროგრამა გრძელდება, პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს
ირაკლი ნადარეიშვილი: ქართული პირბადის წარმოების პროგრამა გრძელდება, პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს
21:04 08.06.2020
"საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, ქართული პირბადის წარმოების სამთავრობო პროგრამა გრძელდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, მრავალჯერადი პირბადის წარმოების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტში დაიწყო, დღესაც მიმდინარეობს.



ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სამინისტრო 2 თვეა, რაც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან, რომელთაც, ჯამში, 1,8 მლნ ერთეულზე მეტი პირბადე გადასცა. აფთიაქებში აღნიშნული პირბადეები სუბსიდირებულ ფასად 50 თეთრად იყიდება. "ჩვენ პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ ყველა მსურველი ადგილობრივი წარმოების პირბადით მოვამარაგოთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა საჯარო და კერძო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით საქართველოში ამოქმედდა არაერთი საწარმო, რომლებიც ერთჯერად სტანდარტულ პირბადეების ამზადებენ.



"საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების დიდი არჩევანია, რაც ძალიან მოსახერხებელია მომხმარებლისათვის," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, პირბადეების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება. "ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი პირები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ აღნიშნულ მოწყვლად პირებს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები უსასყიდლოდ გადაეცეს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა