logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპენსიო სააგენტოში უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე შალვა  შალამბერიძე დაინიშნა
საპენსიო სააგენტოში უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე შალვა შალამბერიძე დაინიშნა
17:31 08.06.2020
საპენსიო სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს დანერგავს ISO/IEC 27001 და საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადობის დადგენას შეეცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საპენსიო სააგენტოში არსებული ინფორმაცია სრულად არის დაცული და კონფიდენციალობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის უზრუნველყოფის საუკეთესო შესაძლებლობა გააჩნია. ამ მიზნის განსახორციელებლად, საპენსიო სააგენტოში უსაფრთხოების ოფიცერი დაინიშნა.

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და შესაძლებლობა მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარებაში. აღნიშნული მიმართულება დღევანდელ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენი მთავარი მიზანი ISO/IEC 27001 საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადობაა, რაც ქართული ორგანიზაციისთვის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სულ რამდენიმე ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც აქვს მიღწეული. ISO/IEC სტანდარტი. 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტი და მასთან თავსებადობა იქნება იმის ცალსახა აღიარება, რომ საპენსიო სააგენტოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ძალზედ მაღალი სტანდარტი გააჩნია. ამ ყველაფრისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სააგენტოს ხელმღვანელობის მხარდაჭერა, ვინაიდან ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა სწორედ მენეჯმენტის მხრიდან ჩართულობას და მიმდინარე პროცესების სრულყოფილ ხედვას ეფუძნება. ამ მხრივ სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჭიჭინაძის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს და შესაბამისად, მჯერა, ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს.“- ამბობს შალვა შალამბერიძე.

შალვა შალამბერიძეს აქვს ექვსწლიანი მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. 2013-2020 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში, უსაფრთხოების დეპარტამენტში, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობდა, მისი აქტიური მონაწილეობით საქართველოს ეროვნულ ბანკში დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISO 27001). ასევე, მისი უშუალო ჩართულობით მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემა განხორცილდა (DLP). შალვამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (2015), ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციის ინჟინერის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2017). ამჟამად, ამავე უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა