logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: ანტიდემპინგური კანონი დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს დემპინგური იმპორტისგან, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც
გენადი არველაძე: ანტიდემპინგური კანონი დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს დემპინგური იმპორტისგან, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც
15:41 08.06.2020
„კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგური იმპორტისგან. ამით სახელმწიფო დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც. დემპინგი ზღუდავს კონკურენციას ბაზარზე. შედეგად, თუკი მოკვლევა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტში კანონპროექტის „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ განხილვისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებთან და საუკეთესო საერთაშორისო ტრადიციებთან. ამასთან, მისი თქმით, კანონპროექტი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ბიზნესთან, კონსენსუსითაა მიღებული და საერთაშორისო ვაჭრობაში შემზღუდავ როლს არ შეასრულებს.

კანონპროექტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გენადი არველაძის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, მისი მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

„დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზა არ აქვს, რომლის არქონის პირობებშიც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის შესახებაც არაერთხელ მოუმართავთ ადგილობრივ კომპანიებს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. კანონპროექტის მიღება, დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა