logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ კრიზისიდან
ნათია თურნავა: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ კრიზისიდან
11:34 08.06.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფელ რუისპირში მდებარე კომპანია „ლექსოს მარანის“ საოჯახო ტიპის სასტუმრო „არგეს“ ესტუმრა.

სასტუმრო ცოტა წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა და 11 ახალი ნომერი დაიმატა, რის შემდეგაც ოთახების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. სასტუმროში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. ჯამურად ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 2.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სესხის მოცულობა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1.45 მილიონი ლარია.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის გაჭირვების მიუხედავად, რომელიც საქართველოსაც შეეხო, ჩვენს ქვეყანაში კვლავ ხორციელდება მიმზიდველი პროექტები ტურიზმის დარგში.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი გამოწვევის მიუხედავად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი სასტუმრო გაფართოვდა. მცირე საოჯახო სასტუმრო ლექსოს მარანი თელავში, არაჩვეულებრივი ატმოსფერო, არაჩვეულებრივი ხედი, ეს სასტუმრო გაფართოვდა და ხელახლა გაიხსნა აწარმოე საქართველოს დახმარებით. ჩვენი პროგრამის ფარგლებში ასზე მეტი მცირე საოჯახო სასტუმრო გაიხსნა. მოგეხსენებათ, ტურისტულ ინდუსტრიას მთელ მსოფლიოში გაუჭირდა და პანდემიის გამო საქართველოც დაზარალდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშნელოვანია, რომ საქართველოში კვლავ გრძელდება მსგავსი ტიპის მიმზიდველი პროექტების განხორციელება, მოლოდინები არის პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ გამოწვევიდან და ამ კრიზისიდან, ვიდრე მანამდე იყო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ვერც ადგილობრივი და ვერც უცხოელი ტურისტი ვერ შეელევა საქართველოში მოგზაურობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და გამორჩეულია თავისი უნიკალური ბუნებით, უნიკალური ადამიანებით და სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიციებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა