logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა არც ერთი დღით არ შეჩერებულა
ნათია თურნავა: კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა არც ერთი დღით არ შეჩერებულა
11:54 07.06.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა.

ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე და "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე.

ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად მიულოცა გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრმა "აწარმოე საქართველოში".

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არცერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის კახეთის რეგიონში. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. დღესვე, ღონისძიების ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, მარიამ ბექაურს და ქვედა ქედში მცხოვრებ ნიკო ქისტაურის 4-შვილიან ოჯახს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.

"ძალიან მიხარია, რომ არსებითად დავასრულეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება. მქონდა შესაძლებლობა ამენთო გაზი სოფლებში - არხილოსკალოსა და ქვემო ქედში, ეს სიკეთე ახლა ამ სოფლებშ 1300 ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი. მთლიანობაში, კახეთის მხარეში ჩვენი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, 150 000 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რითაც კახეთის 95 პროცენტი დაიფარება. კახეთის მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებიც არსებითად იქნება გაზიფიცირებული", - განაცხდა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ზემო ქედში, ქვემო ქედში, არხილოსკალოში, საბათლოში, ფიროსმანში, სამთაწყაროში, ჭოეთსა და თავწყაროში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 181 173 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 3203 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს. სამუშაოების ღირებულებამ 6 595 799 ლარი შეადგინა.

გაზიფიცირების 2019-2021 მასშტაბური გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა