logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა
გიორგი გახარია: მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა
17:53 05.06.2020
"მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მოახერხებს, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღადგინოს.

„ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესაბამისად, ჩვენ რეგიონებში ვათვალიერებთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ანტიკრიზისული გეგმა გავაცნოთ თითოეულ მოქალაქეს და ვნახოთ, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ტემპი როგორია. გასაგებია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, სამი თვის განმავლობაში ეს ტემპი დავკარგეთ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს. ვნახეთ ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც დინამიურად ვითარდება და პირველ ეტაპზე, ივლისში ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, რომ გამოიყენონ და ისარგებლონ ამ გზით. ასევე ვნახეთ ქუთაისის აეროპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ ტურიზმი ასე სწრაფად ვერ აღდგება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერიოზული პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით და ავიაციას, როგორც ბიზნესს უჭირს, მაგრამ ჩვენ აქ დრო არ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აეროპორტი დროულად იყოს ჩაბარებული. ეს ყველაფერი დაბრუნდება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღვადგინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში დიდი რესურსების ინვესტირება მოახდინა, საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტული ქვეყნის მსოფლიოსთვის გასაცნობად და ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ვირუსს.


„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში იმდენი ენერგიის და რესურსების ინვესტირება მოვახდინეთ, საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტული ქვეყნის მსოფლიოსთვის გასაცნობად, ჩვენი ბევრი ტრადიციებით, კულტურით, ბუნებით, მეღვინეობით, სამზარეულოთი, ყველაფერით, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ვირუსს და შეუძლია გახსნას შესაძლებლობები საერთაშორისო მოგზაურებისთვის, უსაფრთხოდ მიიღოს და უმასპინძლოს მას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა