logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს: რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო - ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას უნდა დავუმატოთ, რომ ეფექტურად ვმართავთ ინფექციას
გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს: რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო - ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას უნდა დავუმატოთ, რომ ეფექტურად ვმართავთ ინფექციას
17:47 05.06.2020
"უნდა ვიმუშაოთ ბევრი, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით გამარჯვების და წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის.

„უნდა გვახსოვდეს ვირუსი და აქეთ ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ დავიზღვიოთ, პირველ რიგში, ჩვენი თავი, თანამოქალაქეები, ჩვენი ხანდაზმულები და რა თქმა უნდა, სტუმრები. არ არის ეს ხმამაღალი სიტყვები. საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი, ყველას ერთად ძალისხმევის შედეგად, ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში. ყველამ იცის უკვე საქართველო, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა. საქართველოს მიმართულებით უკვე დიდი ნაკადებია ტურისტული. ეს ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა, რაზეც ავაგეთ ჩვენი რეკლამა, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო, ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას ყველაფერს უნდა დავუმატოთ, რომ ჩვენ, სხვებთან შედარებით, ეფექტურად ვმართავთ ინფექციას. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ბრენდი საქართველოსი, ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს იმით, რომ ეს ხალხი კოვიდსაც არ შეუშინდა, იმასაც ეფექტურად მართავენ და კოვიდისგან სუფთა ქვეყანაა. ეს შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთად. კონკრეტულად თქვენ რაც გეხებათ არის შემოწმებები, რომ სასტუმროები მაქსიმალურად გაიხსნას. ეს ჯაჭვი ერთმანეთს უკავშირდება - გახსნილი სასტუმრო თუ არის და თუ აკმაყოფილებს ნორმებს, მეტი ტურისტი მოდის, რესტორნებს მეტი სამუშაო აქვთ, სოფლის მეურნეობაში გლეხს მეტი სამუშაო აქვს იმიტომ, რომ მეტი კიტრი და პომიდორი და ყველაფერი იყიდება. ტურიზმი, შიდა იქნება თუ უცხოური, აგენერირებს მოთხოვნას. ამ მოთხოვნას მერე ყველა ერთად ვაკმაყოფილებთ, გლეხიდან დაწყებული, სასტუმროებით და მფლობელებით დამთავრებული. ამიტომ ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა