logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს: ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული
გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს: ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული
17:44 05.06.2020
"აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში.

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად. ეს ეხება ბევ სექტორს, რესტორნებს, ტრანსპორტს. განსაკუთრებით, იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასტუმროების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ.

„ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ - მოდით, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. 75-დან თბილისში 15-მა გაუძლო. ამ ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, უნდა შეხვიდეთ განაცხადით და ნახოთ, მოთხოვნა როგორია და მათი დაკმაყოფილება არ არის რთული. ამ ყველაფერში ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები დაგეხმარებიან. როგორც კი მიიღებთ უფლებას, პირველი იქნება შიდა ტურიზმი, მერე უკვე ტურიზმის სააგენტო დაგეხმარებათ. მარტივად წარმოიდგინეთ - ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ რაღაც სტანდარტს. ამ სასტუმროების ჩამონათვალი ეცოდინება ყველას. ჩვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაინტერესებულები ვართ, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორობამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა