logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ
გიორგი გახარია: ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ
15:52 05.06.2020
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა.

„ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე, არ გამოვა არაფერი. ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენც, ცალკე აღებული ქვეყანა, მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, ჩვენ ახლა ძალიანა აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეც, მთავრობაც, სულ უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეზობლებში, ბევრ ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში, ეკონომიკის გახსნას როგორც კი იწყებენ, ინფიცირებულების რაოდენობა პროპორციულად ეზრდებათ. ჩვენი ყველას ამოცანა ერთად არის ძალიან გასაგები და გონივრული. ფრთხილად უნდა გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა