logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ იწყება
2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ იწყება
14:50 05.06.2020
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება.

კონკურსის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოავლინოს.

„ყველას ვულოცავ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს. გარემოს დაცვასა და გარემოზე ზრუნვაში ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გამოცხადდა მნიშვნელოვანი კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც ერთგვარ ტრადიციად იქცა. სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ კონკურში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ასეთი აქტივობები კიდევ უფრო ბევრი იყოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ გარემოს სისუფთავე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც შესაძლებელია ახალი კორონავირუსის დაძლევა.

„დღეს, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ პროექტის ფარგლებში, ცხადდება რიგით მეხუთე კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც 2021 წლის იანვარში შეჯამდება. ვთხოვთ ყველა მუნიციპალიტეტს და მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს კონკურში“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში დაწესებული კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვს ამცირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა