logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს
ნათია მეზვრიშვილი: ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს
15:04 04.06.2020
"ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშთან დაკავშრებით განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეს ანგარიში კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

„დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ მნიშვნელოვანი ანგარიში. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო ტრიბუნიდან დავპირდით საზოგადოებას, რომ, COVID-19-ის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალურ ანგარიშს გავასაჯაროებდით და მივაწვდიდით. ეს არის მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილი. ჩვენ ძალიან ბევრი ფორმატიდან - საპარლამენტო ტრიბუნიდან, საჯარო ბრიფინგებიდან და სხვა საჯარო ინფორმაციის წყაროებიდან მივაწოდეთ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, თუმცა ვთვლით, რომ ეს ანგარიში, კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს, სამოქალაქო სექტორს, რომელიც ამ პროცესებით იყვნენ დაინტერესებულები, რადგან დოკუმენტი არის კიდევ უფრო მეტად დეტალური, აღწერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მთელ პროცესს, მათ შორის აღწერს შეზღუდვების დაწესების ლოგიკას და მიზეზებს, რაც საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, რაზეც მთავრობა, ვირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობდა.

„ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ პროცესებში გარკვეული ხარვეზები იყო, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ კვლევა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც ამ ხარვეზებს დაგვანახებს და მომავალშიც მოგვცემს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ. ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას - სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებს და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც მთავრობა, ვირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 22 მაისის ჩათვლით მუშაობდა. მასში ქრონოლოგიურად არის აღწერილი მთავრობის მიერ პროცესის მართვის თითოეული ეტაპი და მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზები. დარწმუნებული ვართ, ანგარიში და მის საფუძველზე მომზადებული კვლევა (რაშიც პარტნიორებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს) დაგვეხმარება ხარვეზების დანახვაში და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა