logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
13:53 04.06.2020
თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომობილების გაქირავება როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის.

2020 წლის 1-ლი ივნისიდან Tegeta Rent a Car-მა მიიღო მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი საქართველოში. Europcar დაარსდა 1949 წელს პარიზში და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია როგორც მსუბუქი და კომერციული ავტომობილების, ისე სკუტერების გაქირავება/„შეარინგის“ მიმართულებით. Europcar ემსახურება 8 მილიონზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 135 ქვეყანაში, 4 000-მდე ლოკაციაზე. Europcar-ის ჯგუფი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: GoldCar, InterRent, Fox Rent a Car, Scooty, Ubeeqo და სხვა.

Europcar-ის 70-წლიანმა გამოცდილებამ ბრენდს შეუქმნა უნიკალური ღირებულებები და დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და სანდო კომპანიაა. სწორედ უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე Europcar არის ისეთი კომპანიების ოფიციალური პარტნიორი, როგორებიც გახლავთ: Lufthansa, Turkish Airlines, Accor Hotels, Citibank და ა.შ.

Europcar-ის ბრენდის ქვეშ ოპერირება, Tegeta Rent a Car-ს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ახალი და უსაფრთხო ავტომობილების შეთავაზების გზით.

Europcar Georgia, როგორც კომპანიებს, ისე საცალო მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო არჩევანს:

• ავტომობილების დღიური გაქირავება
• სატრანსპორტო მომსახურება (მძღოლის მომსახურებით)
• გრძელვადიანი იჯარა
• საოპერაციო ლიზინგი
• ტრანსფერები - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.

Europcar Georgia-ის ავტოპარკში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და VAN კატეგორიის ახალი ავტომობილები. ყველა ავტომობილი დაზღვეულია, ასევე, აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო აქსესუარით. საჭიროების შემთხვევაში კომპანია, ასევე, უზრუნველყოფს დამატებით ბავშვთა სავარძელს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს, ინტერნეტსა და სხვა. ავტომობილის აყვანა / ჩაბარება შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე და რაც მთავარია, თქვენ არ გაქვთ შეზღუდვა გარბენზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლცენტს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა