logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: დავეხმარებით  იმ სუბიექტებს, რომლებსაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნათ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში
ნათია თურნავა: დავეხმარებით იმ სუბიექტებს, რომლებსაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნათ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში
13:30 04.06.2020
„იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს შევუმსუბუქოთ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემები, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ განიხილა და პარლამენტში გადასაგზავნად მოამზადა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, პანდემიიდან და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო სუბიექტებს აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები, გადავუვადოთ გადახდის ვადები ანუ შევუმსუბუქოთ იმ ვალდებულეების შესრულება, რაც სახელმწიფო ქონების იჯარით აღების, ან პრივატიზების დროს ეკისრებათ“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებმაც იჯარით აიღეს სასოფლო-სამეურნეო მიწები და დაადასტურებენ, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებაში სწორედ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების გამო შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები. ნათია თურნავას განმარტებით, ეს შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი, რადგან გლობალურ გამოწვევასთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული და მთავრობა, ძალიან სამართლიანად და გამჭვირვალედ, ყველა ასეთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს მიანიჭებს გარკვეულ შვებას და შეღავათებს.

„წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 900-მდე სხვადასხვა სუბიექტია, რომელსაც პრობლემა შეექმნა იჯარის თანხის დროულად გადახდაში და მათ წინადადებებს განვიხილავთ ამ კანონის მიღების კვალობაზე, ასევე 20-ზე მეტი სუბიექტია, რომლებსაც საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულებაში შეექმნათ პრობლემები კონკრეტულად პანდემიასთან და საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს შევუმსუბუქოთ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ვალდებულებები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა