logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს
ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს
18:49 03.06.2020
"ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს" - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდგომ განაცხადა.

"ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში."- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. უკვე გაიმართა დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრები ჩეხეთისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე იგეგმება მინისტრის სატელეფონო საუბარი ბერძენ კოლეგასთან, რომლის დროსაც საუბრის მთავარი თემა იქნება ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით ე.წ. უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით ტურისტების მასპინძლობა.

“ჩვენი საელჩოები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად და გაიხსნას ტურისტებისთვის. მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, კერძოდ ჩეხ კოლეგასთან, ასევე ისრაელის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველო გამოცხადდეს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად. მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან და მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ივნისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის, ასევე მსგავსი გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია უკვე ისრაელში და ისრაელისთვისაც საქართველო გამოცხადებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ველოდებით უკვე ოფიციალურად დადასტურებას თუ რა თარიღიდან იქნება ეს, ჩვენი ვარაუდით ივნისის მეორე ნახევრიდან. გარდა ამისა, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ბერძენ კოლეგებთან, მექნება უახლოეს დღეებში საუბარი ბერძენ კოლეგასთან და სავარაუდოდ, ასევე ეს მიმართულებაც იქნება გამოცხადებული უსაფრთხოდ და ტურისტებს მიეცემათ შესაძლებლობა ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის. ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პოლონელ და ბალტიელ კოლეგებთან, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა