logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია
ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია
13:58 03.06.2020
„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან გადავლახეთ პირველი სირთულე, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ პანდემიასთან, მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ „ნოვას“ დიდი სავაჭრო ცენტრში დიდწილად წარმოდგენილია მათივე, საკუთარი წარმოების და ასევე, ზოგადად ქართული წარმოების საშენი მასალები, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების თითქმის ნახევარია.

„ნოვას“ წარმოება მხარდაჭერილია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ და ჩვენ, ზოგადად, ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ შემდგომშიც საკუთარ რესურსზე დაყრდნობილი წარმოებების მხარდაჭერაზე. საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც საკუთარი რესურსის გამოყენებით შეგვიძლია ძალიან სერიოზულად შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტზე, მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი და გავზარდოთ საექსპორტო მოცულობები. იგივეს თქმა შემიძლია კვების მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, სხვა დარგებზე, მაგრამ საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ თვალსაზრისით“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„ნოვას“ წარმოების საფუძვლების გამყარებაში დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ - 2017 წელს 7500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებული ახალი საწარმოს აშენება – აღჭურვისთვის კომპანიამ საწარმოო სიმძლავრეების გასავითარებლად 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 2 მილიონი დოლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით განახორციელა. კომპანიის საწარმოებში, საგამოფენო დარბაზებსა და სასაწყობო მეურნეობებში ამჟამად 430 ადამიანია დასაქმებული, უშუალოდ თბილისისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კი 120 ადამიანი მუშაობს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ორი ახალი მეგაცენტრის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მეგაცენტრების მოწყობას ჯამში 3 მილიონი ლარი დასჭირდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა