logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ევროკავშირის ელჩებისგან  დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები და ტურისტული კავშირები
ნათია თურნავა: ევროკავშირის ელჩებისგან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები და ტურისტული კავშირები
20:17 02.06.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო. ონლაინ კონფერენციაზე ნათია თურნავამ ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მის მიმდინარეობაზე, ასევე სამთავრობო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანას, მათ შორის, ახალ საინვესტიციო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად. აგრეთვე საქართველოს მზადყოფნაზე, პირველი ივლისიდან უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს და მათ უსაფრთხო დასვენება შესთავაზოს.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

"მე მადლობა გადავუხადე მათ გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი რეფორმების, ასევე პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების კუთხით. გავაცანი ევროკავშირის ელჩებს ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც კრიზისის შერბილებისკენაა მიმართული, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორ დავუჭერთ მხარს ეკონომიკას პოსტკრიზისულ პერიოდში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინ კონფერენციის დასრულების შემდეგ. ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ ტურიზმის სექტორის გახსნის თაობაზე.

"ჩვენ გავუზიარეთ მოსაზრებები, რა მოლოდინები გვაქვს, რამდენად მიმზიდველია საქართველო და მზად ვართ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ვუმასპინძლოთ. ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები, კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის, მათ შორის, განახლდეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ელჩები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა