logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა BRITACOM-ის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა BRITACOM-ის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
20:11 02.06.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მსოფლიოს სხვადასხვა საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთან, ასევე საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო  BRITACOM-ის ვიდეო კონფერენციაში, რომელიც COVID-19-ით გამოწვეულ გლობალურ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე საგადასახადო გამოწვევებს მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებმა (179 მონაწილე) Covid-19-ის პირობებში საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგში არსებული გამოწვევები, გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით შემოღებული შეღავათები და აქტიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ლევან კაკავამ საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს კრიზისიდან გამოსვლისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებების, ასევე, უწყების საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

"საქართველოს მთავრობის მიერ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, შემუშავდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტი. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირება. ამასთან, ყველა გადასახადის გადამხდელს, რომელიც დაზარალდა პანდემიის შედეგად, გადაუვადდა საშემოსავლო და ქონების გადახდის ვალდებულება. ამოქმედდა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების კიდევ უფრო გამარტივებული და სწრაფი მექანიზმი, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის. ,,მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ყველა შესაძლო საშუალებით გვეხმარებიან, კრიზისის დაძლევასა და ეპიდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაში", - განაცხადა ლევან კაკავამ.

შეგახსენებთ, რომ BRITACOM-ი წარმოადგენს "სარტყელი და გზის ინიციატივის" წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან.

ვიდეო კონფერენციაში შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ამავე დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა