logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა
ბექა ლილუაშვილი: მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა
15:40 01.06.2020
მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.


"მოგეხსენებათ, რომ გლობალურად, მსოფლიო ძალიან სწრაფად შევიდა ეკონომიკურ კრიზისში. გლობალურმა ეკონომიკამ დაიწყო შემცირება და საქართველოც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, -4 პროცენტიან შემცირებას ველოდებით მიმდინარე წელს, თუმცა ძალიან კარგია ის, რომ ეს კრიზისი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად, ისევე როგორც საქართველო სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წელს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენ გვაქვს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო, ხოლო მომდევნო წლებში 5.5 პროცენტზე მეტია ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, წელს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენმა უამრავმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა დაკარგა შემოსავლის წყარო, სამსახური, თუმცა, არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე, ძალიანს სწრაფად მოხდება მდგომარეობიდან გამოსვლა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ მძიმე პერიოდში, სანამ ეკონომიკური პროცესი სრულად გაიმართება და დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს, ამ ადამიანებს შეუნარჩუნოს მინიმალური შემოსავალი, რათა მათ არ შეექმნათ ყოველდღიურობის, მიმდინარე ხარჯების გადახდის პრობლემა.
"ჩვენ, ამ მიმართულებით, თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც დააზარალა პანდემიამ, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ვეხმარებით კონკრეტული ნაბიჯებით და გარდა ამისა, ბიზნესს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, რომელიც ასევე მწვავედ დაზარალდა, ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, მხარდაჭერას ანტიკრიზისული გეგმების სახით, რომ კრიზისის მიმდინარეობის პროცესში მათ არ გაუშვან ჩვენი მოქალაქეები სამსახურიდან, არ შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ეხმარება ეკონომიკის გახსნაც, რაც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, დაუბრუნდნენ თავიანთ სამსახურს. თუ მათ ჰქონდათ აღებული შვებულება, ან უხდებოდათ ნაწილობრივ მუშაობა, დისტანციურად, ახლა გადავიდნენ მუშაობის განახლებულ რეჟიმზე, დაიწყონ აქტივობების განხორციელება, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს და მიიღონ დროებით შეჩერებული შემოსავალიც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა