logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს
ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს
14:25 01.06.2020
პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, შეუფერხებლად გააგრძელონ კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დაკრედიტება და, ამასთან, ლიკვიდობის რისკების გამო არ გაძვირდეს სასესხო რესურსები. ამის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ნაღდი და უნაღდო ლიკვიდობა მიაწოდა როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. აღნიშნული განხორციელდა როგორც არსებული ინსტრუმენტებით, ისე მოკლე ვადებში დამატებით შემოღებული სვოპის ინსტრუმენტით.

ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, გამოიკვეთა დამატებითი ზომების მიღების მიზანშეწონილობა. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე და მომატებული რისკების პირობებში, ბანკები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ამ სიტუაციაში საკრედიტო და, შესაბამისად, ბიზნეს აქტივობის შესანარჩუნებლად, მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები ამოქმედდება. ამ პროცესის გამართულად წარმართვას საფინანსო სისტემის ლიკვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, ვინაიდან დროებით გაზრდილი რისკების ფონზე, ბიზნესის დაკრედიტების პროცესის გასაგრძელებლად, ბაზარზე ლიკვიდობის საკმარისი დონის შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ფუნქციაა. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა კი არალიკვიდური აქტივების გირაოს სანაცვლოდ ლიკვიდური სახსრების მიწოდებაა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი 1 ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტს აამოქმედებს, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება. პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლიკვიდობის მხარდაჭერა მიიღონ. მეორე ინსტრუმენტი კი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის იქნება, რომლებიც, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსის მოზიდვას შეძლებენ. ლიკვიდობის მართვის ახალი მექანიზმი 2023 წლის ბოლომდე (2022 წლიდან შემცირებადი გრაფიკით), ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს, ხოლო ფასს TIBR1M ერთთვიანი ინდექსი განსაზღვრავს.

ახალი მექანიზმი, უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, უზრუნველყოფს ლიკვიდობის რისკების შემცირებასა და კრედიტუნარიანი მსესხებლებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ მიწოდებას. ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კრიზისამდელ ტრაექტორიაზე დაბრუნებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა