logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკი ფერმერების მხარდასაჭერად Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს
საქართველოს ბანკი ფერმერების მხარდასაჭერად Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს
13:37 01.06.2020
საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნითVisa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან ერთად კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და მათთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ასევე, კამპანიის მიზანია მომხმარებლისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობის მიცემა. პირველ ქართულ ონლაინმაღაზია soplidan.ge-ზე 250 დასახელების მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტია განთავსებული, რაც ფერმერებს გასაღების ახალი ბაზრის მოპოვების მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.
კამპანიის ფარგლებში, ის ვინც დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებს გადახდებს, შენაძენზე 20%-იანი ფასდაკლებით ისაქრგებლებს. SOLO--ებზე კი 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ასევე, კამპანიის პერიოდში საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებულ შენაძენზე მომხმარებელს გაორმაგებული PLUშ ქულები დაერიცხება.

საქართველოს ბანკის, Visa-ს, soplidan.ge-ს და ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფერმერთა მხარდაჭერაში, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, ასევე სოფლიდან.ჯი-სთან თანამშრომლობით უზრუნველყონ მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.

ამ მიზნის მისაღწევად ფერმერების საჭიროებისა და გამოწვევების კვლევა ჩატარდება. ფერმერთა ასოციაცია მიწოდების ჯაჭვის გამართვისთვის უზრუნველყოფს ფერმერთა აღწერას, რაც გულისხმობს მათი პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებას.

"საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ფერმერების მხარდაჭერა, მათი ხელშეწყობა და წახალისება. პარტნიორებთან ერთად ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია აწარმოონ და ჰქონდეთ გარანტირებული გასაღების ბაზარი მისი რეალიზაციისთვის. ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა, რაც გამოიხატება საქართველოს ბანკის მომხარებლებისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთებაში, ვფიქრობთ მნიშვნელოვნად შეუწყობს მათ ხელს რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხი და შესაბამისად, აამაღლონ კონკურენტუნარიანობა"-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.
"ჩვენ, ვიზაში, ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე და მიკრო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ. Visa Foundation-მა, , ახლახანს გამოაცხადა გლობალური, 200 მილიონ დოლარიანი პროგრამის დაწყება, რომლის მიზანიც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მცირე და მიკრო ბიზნესის აღდგენა და მხარდაჭერაა. გარდა Visa Foundation-ის ძალისხმევისა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ რიგ ინიციატივებს, რომლებსაც ვახორციელებთ ადგილობრივ პარტნიორ ბანკებთან და მერჩანტებთან ერთად, როგორიცაა Soplidan.ge - საქართველოს ბანკისა და ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი კამპანია. ამ ინიციატივით, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა შეძლონ თავიანთი პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება, რითიც თავის მხრივ, ვუწყობთ ხელს უნაღდო გადახდების განვითარებას ქვეყანაში", - განაცხადა კრისტინა დოროშმა, ვიზას რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა