logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: "ატლანტიკ საქართველოს" გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი
ნათია თურნავა: "ატლანტიკ საქართველოს" გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი
16:51 30.05.2020
„როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების მიერ არის ახლახან დაფუძნებული და გაფართოებას გეგმავენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ქუთაისში, კომპანია „ატლანტიკ საქართველო“-ში სტუმრობისას. ნათია თურნავამ საწარმოში მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და მის სამომავლო გეგმებს გაეცნო.

„ატლანტიკ საქართველო“, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა. „Groupe Atlantic“ მსოფლიოს 73 ქვეყანაში საქმიანობს, საქართველოში ის მთლიანად საექსპორტო ნაწარმს - წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს.

ინვესტირებულმა კაპიტალმა 2017 წელს 47,113,020 ლარი, ხოლო 2018-ში - 26,227,437 ლარი შეადგინა. კომპანიას საქართველოში 140-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული, გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, კომპანია გაფართოებას გეგმავს და თუ დღეს ისინი 140-მდე ადამიანს ასაქმებენ, რამდენიმე თვეში, გაფართოების შემდეგ ჩვენს 200-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებენ - მათ ძალიან კარგი, მიმზიდველი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტრო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით ვეხმარებით მათ, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა და საკითხი, რაც არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ და მალე მოხდეს საწარმოს გაფართოება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „ატლანტიკ საქართველოს“ საქმიანობა და გაფართოების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ზოგადად საუკეთსო ბიზნესგარემოა შექმნილი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის.

კონკრეტულად, კომპანია სამომავლოდ გეგმავს როგორც წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ისე ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას: სტეატიტის (გამაცხელებელი ელემენტი) წარმოებას, კონვექტორის (რადიატორი) დამზადებასა და Bosch-თან თანამშრომლობას. აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით კომპანია დამატებით ინვესტიცრებას განახორციელებს, თანამშრომელთა რიცხვი კი 50 ახალი კადრით გაიზრდება.

„მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისის, პანდემიისა და გამოწვევისა, კომპანიის გეგმები არ შეცვლილა და პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად ფიქრობენ წარმოების გაფართოებას, მეტი სექსპორტო ნაწარმის გამოშვებას და მეტი ადამიანის დასაქმებას. ამიტომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ძლიერი მხარდაჭერა იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა