logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლეშეკ ბალცეროვიჩი: ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან
ლეშეკ ბალცეროვიჩი: ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან
12:26 30.05.2020
„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან,“ - განაცხადა პოლონელმა რეფორმატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა ონლაინ სადისკუსიო პანელში „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ მონაწილეობისას. სადისკუსიო პანელი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი მონაწილეობდნენ.

ბალცეროვიჩის განცხადებით, ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მოკლევადიანი შედეგი - ეკონომიკური ვარდნა სახეზეა, რადგან „არ არსებობდა რაიმე პოლიტიკა, მათ შორის არც აშშ-ში, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლონეთსა და საქართველოზე, რომელიც წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლებას აღკვეთდა.“მისი თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო ოპტიმისტურია. გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირებისას მან აღნიშნა, რომ „ეკონომიკის კუთხით არსებული ყველაზე უარესი სცენარის თანახმად, ეკონომიკური შოკი წელს ან, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდეს. რის შემდეგაც დაიწყება ეკონომიკის გაჯანსაღება და ეს ძალიან განსხვავდება აშშ-ში გლობალური ფინანსური კრიზისისგან, რაც ძირითადად არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია.“

ბალცეროვიჩმა გარკვეულწილად გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა პანდემიის პერიოდში და თან აღნიშნა, რომ „ვითარება მომავალ წელს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ბედი ეწევა პანდემიას, არამედ აშშ-ის პოლიტიკაზე. ვფიქრობ, აშშ მოთამაშეა, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მსოფლიოზე, მათ შორის, ნეგატიური თვალსაზრისითაც. პირველ რიგში, ვგულისხმობ პროტექციონიზმს - პროტექციონიზმი ძალიან სახიფათოა. მე იმდენად არ მეშინია ჩინეთის, რადგან ჩინეთი უფრო დაინტერესებულია ეკონომიკის გახსნაში, ვიდრე აშშ. ამიტომ, თვალი უნდა მივადევნოთ, რა მოხდება აშშ-ში, განსაკუთრებით მის პოლიტიკაში.მსხვილი ქვეყნების მთავრობები, ცენტრალური ბანკები მხარს უჭერენ არატრადიციულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც შესაძლოა არ იყოს ეფექტური. მე არ ვუჭერ მხარს ამგვარ პოლიტიკას პატარა ქვეყნებისთვის, თუნდაც როგორიც პოლონეთი და საქართველოა. ვფიქრობ, რომ ამგვარი პოლიტიკა მათ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს, ვიდრე დიდ ქვეყნებს.“

პოსტპანდემიურ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო რეკომენდაციებზე საუბრისას ბალცეროვიჩმა აქცენტი ნდობის ფაქტორსა და მონეტარულ მოლიტიკაზე გააკეთა: „საჭიროა გარკვეული ავტომატური ფისკალური სტაბილიზატორების ამოქმედება. მაგრამ ამას გარდა, საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება. უნდა გვახსოვდეს რას მიაღწია საქართველომ - ზომიერ მშპ-ს, სტაბილურობას და ნდობას. ვფიქრობ, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.ვიცი, რომ საქართველო საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ გარკვეული ტვირთები კვლავ რჩება, რომლებიც უნდა მოიხსნას. მთელი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ნდობის გაზრდაზე კერძო სტრუქტურებთან მიმართებაში.“ ხოლო მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „პირველ რიგში, განვიხილავდი ლიკვიდურობის პრობლემებს კომერციულ ბანკებში. თუმცა, უარს ვიტყოდი მსხვილ მონეტარულ სტიმულირებაზე, როგორიცაა რაოდენობრივი შემსუბუქება (QE). სწორედ ეს ფაქტორები გადაწყვეტს, რამდენად სწრაფად მოხდება ეკონომიკის გაჯანსაღება.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა