logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული
ნათია თურნავა: ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული
16:46 29.05.2020
„ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური შეკითხვა, რომელიც უფრო მეტად ინტრიგანობაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე რეალურად ადარდებდა ამ კითხვის დამსმელს სიღარიბის პრობლემა და მოვისმინეთ ძალიან დამაჯერებელი პასუხისმგებლიანი პასუხი პრემიერ-მინისტრისგან“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციაზე საქართველოს პარლამენტში და საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებები.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს. სიღარიბის პრობლემა აწუხებს ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილებით ვებრძვით სიღარიბეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„2012 წელთან შედარებით პრაქტიკულად ჯერადობით გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, პენსიის ოდენობა, მასწავლებლების ხელფასი და სხვ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გვქონდეს პროგრესი. ამ დიდი გლობალური გამოწვევის დროსაც კი ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება, იქნება ეს ბიზნესის დახმარება, თუ რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული მონაცემები, რომლებიც მოხსენებაში იქნა მოტანილი და შედარებული 2012 წლის მაჩვენებლებთან, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდ უხერხულობას უქმნის. „თუ შეატყეთ, ამაზე საერთოდ არ ჰქონდათ კომენტარი. მათ ჯერ 2012 წელზე გასცენ პასუხი. სიღარიბესთან ბრძოლა არ არის ერთი ან ორი თვის საქმიანობის შედეგი. ვინც ასე დააყენებს საკითხს, ალბათ, მის არაკომპეტენტურობასთან გვექნება საქმე,“ - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა