საქართველოს დიმპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრის - ამბასადორიალის მონაწილეები საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ქვეყნის ეკონომიკური
განვითარების დინამიკას ეცნობიან.
როგორც ჟურნალისტებს ეროვნული საივესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განუცხადა, იგი ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლაში ყურადღებას ორ ძირითად ასპექტზე გაამახვილებს - ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხი და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი.
მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხები ქვეყანაში შემოსვლისას ნებისმიერ უცხოელს აინტერსებს.
შეხვედრაზე ელჩები სხვადასხვა სფეროებში ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსაც ეცნობიან.
ინვესტიციების მოზიდვის საკითხთან დაკავშირებით დიპლომატებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც მიმართავს.

















