logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას
გიორგი გახარია: მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას
17:29 28.05.2020
მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ არის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი დეველოპმენტი. "

"პირველი ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. მეორე გეგმა იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს იყო ზრუნვა ფერმერზე, გლეხზე და სოფელზე, ხოლო მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს.



მშენებლობა და დეველოპმენტი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად დასაქმებული არის 120 ათასი ადამიანი პირდაპირ, ირიბად დაახლოებით ერთი ამდენი ადამიანია კიდე დასაქმებული. მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი. მასზეა დამოკიდებული ისეთი წარმოებები, როგორიც არის სამშენებლო მასალების მწარმოებლები, ავეჯის წარმოება, სარემონტო სამუშაოები, სხვადასხვა სახის ტექნიკებით ვაჭრობა და აღჭურვა. ძალიან ბევრი სექტორია დამოკიდებული. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო კომპანიების და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ აზრს და ფასს, თუ ჩვენ ეკონომიკა ეტაპობრივად, ნელ-ნელა არ გავხსენით.

"ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ყველანაირი გამარჯვება ვირუსთან ბრძოლაში გლობალურად იქნება უაზრო და უშედეგო, თუ ჩვენ ჯანდაცვის სფეროში წარმატებების პარალელურად, არ აღვადგინეთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად.
დღეს საქართველოში გვყავს ახალი 3 ინფიცირებული ადამიანი და აქედან, სამწუხაროდ, 2 არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ერთი მძღოლი, გადამზიდავი ავტოსაშუალების, რომელიც შემოვიდა ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან. საბოლოო ჯამში, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ ვასრულებთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს და როგორ ვუფრთხილდებით ერთმანეთს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა