logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმას, რომ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი და მიიღონ შემოსავლები
ბექა ლილუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმას, რომ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი და მიიღონ შემოსავლები
15:57 28.05.2020
მიმდინარე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.7 მილიონი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.


როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ამ მშენებლობის პროცესში ჩართული არიან ჩვენი მოქალაქეები. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.


"დაახლოებით 25 000 ჩვენს მოქალაქეს აღებული აქვს იპოთეკური სესხი საცხოვრებელი ბინის შესაძენად, განხორციელებული აქვს წინასწარი შენატანები, გაკეთებული აქვს რამდენიმე სესხის შენატანი და სხვა ხარჯები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, სექტორის დახმარებით, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ამ სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი, მიიღონ შემოსავლები, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკვე გაწიეს ფინანსური ხარჯები, აიღეს სესხები და განახორციელეს უძრავი ქონების შესყიდვა, დავეხმაროთ იმისთვის, რომ მათ, ეს ფინანსური რესურსი, ეს ფული არ დაკარგონ და ეს მშენებლობები დასრულდეს", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დეველოპერული სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა, რომელზეც მთავრობა სექტორთან არა ერთი კომუნიკაციის შემდეგ და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შეჯერდა.


"პირველი, ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა. მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია. მესამე ეს არის საცხოვრებელი ფასების მერყეობა და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ქმნის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ, ასევე, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების, დეველოპერული კომპანიების წვდომა ფინანსებზე", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა