logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის შენება  უნდა გაგრძელდეს
გიორგი გახარია: მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს
13:45 28.05.2020
ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ "ქართუს" დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, "აქსის თაუერსში", დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხდება აქსის თაუერში, შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე.



"სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. ერთეული კომპანიები არიან, რომლებმაც გაუძლეს მაშინდელ კრიზისს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. 2012 წლის შემდგომ მთავრობა წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ პირველი პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დღგ-ს შეღავათების გაკეთება და მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაცოცხლდა. შემდეგ მერიამ დაიწყო თავისი პროგრამები, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით და აქ ათასობით ადამიანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და რაც მთავარია, ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცოცხლებულიყვნენ და გაეგრძელებინათ მუშაობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ "ქართუს" დახმარება. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი სისტემური პროექტი არ გაჩერებულა.



ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, იმ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ, ის რაც ეკუთვნით და იმედია, უახლოეს პერიოდში, ერთობლივად ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა