logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: პანდემიასთან ბრძოლის პირველი ეტაპი   წარმატებით დასრულდა
ირაკლი კოვზანაძე: პანდემიასთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა
20:32 27.05.2020
"მდგომარეობა არაორდინარულია, ყოველ ახალ დღეს რეალობის ახალი სურათი შემოაქვს. ასეთ ვითარებაში ზუსტი პროგნოზის და შესაბამისად ბიუჯეტის რეალისტური პროექტის მომზადებას დრო სჭირდება, ბიუჯეტის თავიდან გაკეთება გვიწევს. შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც იყო გაწერილი. ველოდებით ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტს, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ანტიკრიზისული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კოვზანაძემ პრემიერ-მინისტრის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.



ირაკლი კოვზანაძე, სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასაც შეეხო და ისაუბრა თუ როგორი იქნება პანდემიის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე და ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილ ცვლილებებზე. "მთლიანობაში კრიზისული მენეჯმენტისათვის და პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისათვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 9 მლრდ. ლარის ალოკაციას, მათ შორის დაახლოებით 4.5 მლრდ. ლარი საჯარო სექტორის კუთხით, ხოლო 4.5 მლრდ. ლარი კი ბიზნეს სექტორის კუთხით სესხების, გარანტიების და ა.შ. მიწოდების გზით" -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



კომიტეტის თავმჯდომარე საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოთხ თვეში საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა ჯამურად 667 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, თუმცა მათი საოპერაციო საქმიანობა ჯერ კიდევ მომგებიანი რჩება. "საქართველოს საბანკო სისტემას გააჩნია საკმარისი კაპიტალიზაციის დონე და ლიკვიდობა რათა დარტყმას გამკლავებოდა და მისცა მათ საშუალება ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად 6 თვით გადაევადებინათ სესხები"-აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა