logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის
ნათია თურნავა: ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის
16:58 26.05.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს.

„პირველ რიგში, ესაა სამუზეუმო სივრცე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თაოსნობით დაპროექტდება და განხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმოგრაფიის ნაწილზე მუშაობა. თუმცა მეორე და უმნიშვნელოვანესია, რომ აღდგება სადგურის პირვანდელი ფუნქცია - ის იქნება მცირე „მწვანე" ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც, თავის დროზე, 103 კვტ სიმძლავრის. რეაბილიტაციის შემდეგ სადგური მეტი სიმძლავრით აღდგება და ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, აღდგენილი ისტორიული ჰიდროელექტროსადგური იქნება კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომლის დათვალიერებაც ბორჯომ-პარკში იქნება შესაძლებელი. „ის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თავად ბორჯომ-პარკსაც, რომელიც ისედაც მდიდარია ბევრი ისტორიული დანიშნულების ობიექტებით. ჩვენ უკვე დავასრულეთ პროექტირების ნაწილი და წლის ბოლომდე გვაქვს საშუალება, რომ გადავიდეთ სარესტავრაციო სამუშაოებზე,“ - განაცხადა მინისტრმა.

ენერგეტიკის განვითარების ფონდს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაევალა. აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური შეასრულებს ორ ფუნქციას. პირველი, როგორც მუზეუმი და მეორე - როგორც თანამედროვე ჰიდროელექტროსადგური.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა