logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ენერგეტიკული გაერთიანება": მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას
„ენერგეტიკული გაერთიანება": მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას
12:26 25.05.2020
„ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნო მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას. კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებს დანერგვას ემსახურება, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების დამტკიცებას ეხება.

რელიზის თანახმად, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ენერგეტიკულ გაერთიანების“ სამდივნოსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Energy-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში შეიმუშავა.

„ახალი საკანონმდებლო ჩარჩო არამარტო გახდის საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიას უფრო კონკურენტუნარიანს, არამედ შინამეურნეობებისათვის უზრუნველყოფს გაუმჯობესებული ენერგეტიკული სერვისების მიწოდებას, ხოლო არსებული შენობები იქნება უკეთ იზოლირებული. ეს ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის წყაროების გამოყენებას გათბობის, გაგრილებისა და განათებისთვის,” - აცხადებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ენერგოეფექტურობის განყოფილების უფროსი, ვიოლეტა კოგალნიჩეანუ. „ენერგოეფექტურობის ამ ორი კანონის მიღება კიდევ უფრო საამაყოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მოახერხა ბაზარზე ორიენტირებული და მდგრადი ენერგეტიკული რეფორმების გატარება, მიუხედავად მიმდინარე COVID-19 კრიზისისა,” - აღნიშნა მან.

რელიზის თანახმად, აღნიშნული კანონმდებლობის მიღებით საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საჯარო შენობების რეკონსტრუქციის პროგრამებში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვას, კერძოდ, 80 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკისა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) და, ასევე, 26 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტსა და 8,5 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკურ დახმარებას ევროკავშირისგან. აღნიშნული რეფორმის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის ფარგლებში გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრიდან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა