logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა
ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა
21:00 20.05.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული წარმატებული ქმედებების შესახებ, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად დაუბრუნდეს აქტიურ ტურისტულ ცხოვრებას. მისი თქმით, საქართველომ ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად მოამზადა გაიდლაინები ტურისტული სექტორისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მინისტრის განცხადებით, მათი დაცვა კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების იმიჯს მსოფლიოში.

უნგრეთის ელჩი დაინტერესდა იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველომ გადადგა ტურისტულ სექტორში პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მალე აღდგება ტურისტული ნაკადები. „საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩვენ ასევე მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მოლაპარაკებებში და ვიქნებით ერთ-ერთი პირველები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოგზავნიან ბიზნესებსა და ტურისტებს,“ - განაცხადა უნგრეთის ელჩმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი, რაც ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა