logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს
ბექა ლილუაშვილი: მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს
17:09 20.05.2020
მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, - Traveltimes.ie-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ სწრაფად გახსნას ქვეყანა ტურისტებისათვის და საქართველოს პოზიციონირება მოახდინოს, როგორც ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნის. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან ქვეყნის ტურისტული სექტორი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა გაიხსნება ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. ამ ფაქტს მრავალი საერთაშორისო გამოცემა ეხმიანება, მათ შორის, ჩეხეთის ერთ-ერთ ტურისტულ პორტალზე აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამავე დროს, ეს არის ქვეყნის სერიოზული უპირატესობა იმისთვის, რომ საქართველო გლობალურად პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვიმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, ამ ფაქტს ეხმაურება ასევე ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმა, „ნუმბეო“ და აფასებს ქვეყნის წარმატებას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

„ასევე ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმა, „ნუმბეო“ ეხმიანება ამ ფაქტს და ასევე აფასებს ქვეყნის წარმატებას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ეს არ არის მხოლოდ ამ ორგანიზაციების შეფასება, ეს არის მათ შორის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა ძალიან ეფექტური ნაბიჯები, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის გახსნა ტურისტებისათვის და ეს საქართველომ პირველმა გააკეთოს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ზოგადად, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ვინაიდან, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე ინკლუზიური სექტორი, ასაქმებს მრავალ ადამიანს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, დავეხმაროთ ამ სექტორს მაქსიმალურად, ხელი შევუწყოთ დასაქმების შენარჩუნებას და მეორეს მხრივ, სწრაფად გავხსნათ ქვეყანა ტურისტებისთვის რომ ის პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს ტურიზმის თვალსაზრისით, სწრაფად დაუბრუნდეს პირვანდელ მაჩვენებელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საერთაშორისო მედია განაგრძობს საქართველოს მიერ Covid-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას - Traveltimes.ie-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით - „ტურიზმის აღდგენა ევროპაში“ წერია, რომ საერთაშორისო მედიის მხრიდან მომხიბვლელ ტურისტულ ლოკაციად აღიარებული საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც მკაცრი შეზღუდვების შემდეგ კარს გახსნის უცხოელი ტურისტებისთვის.

Traveltimes-ის სტატიაში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, სათაურით - საქართველო ჩვენს გონებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა