logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს დღეს პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცნო
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს დღეს პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცნო
19:13 19.05.2020
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს დღეს პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცნო - გიორგი გახარიამ მუკუზანის ნადარბაზების ვენახები დაათვალიერა და ქარხანა - ,,მეღვინეობა მუკუზანის“ სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვენახს, ყურძენს და ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისივე თქმით, ვაზი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და უძველესი ტრადიციების უნიკალური სიმბოლოა, ღვინის წარმოებას კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში და სწორედ ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება აღნიშნულ დარგს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ სოფელზე ზრუნვისთვის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით 300 მლნ ლარი მობილიზდა, რაც დაეხმარება ფერმერებს შეღავათიან ფასად შეიძინონ დიზელი, ფინანსური დახმარებით შეიძინონ სასუქები, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები, შეღავათები შეეხება ხვნის სამუშაოების საფასურს.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება 2012-2019 წელს, ასევე 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების საფასურს მთლიანად სახელმწიფო გადაიხდის.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს. გიორგი გახარიამ ადგილობრივ მწარმოებლებს უხვი მოსავალი უსურვა და აღნიშნა, რომ ეს მოიტანს როგორც გლეხების კეთილდღეობას, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა