logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან პოზიტიური უკუკავშირი გვქონდა ტურიზმის დარგის წარმომადგენლებისგან იმ დახმარების პაკეტზე, რომელიც სახელმწიფომ შესთავაზა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან პოზიტიური უკუკავშირი გვქონდა ტურიზმის დარგის წარმომადგენლებისგან იმ დახმარების პაკეტზე, რომელიც სახელმწიფომ შესთავაზა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს
17:37 19.05.2020
შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ტურიზმის დარგთან, რომელიც კახეთის რეგიონში მოღვაწეობს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე და, მათ შორის, კონკრეტულად რეგიონებში. კითხვები ეხებოდა, ძირითადად, ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ახალი რეგულაციები, რომელიც უნდა დაინერგოს ტურიზმის ინდუსტრიაში. ზოგადად, გვქონდა ძალიან პოზიტიური უკუკავშირი დარგისგან, რომელიც შეეხებოდა იმ დახმარების პაკეტს, რაც სახელმწიფომ უკვე 3 ეტაპად შესთავაზა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამავდროულად, ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან ღირებულ გამოცდილებაზე, რომელი სასტუმროებმა, უმეტესწილად კახეთის რეგიონში შეიძინეს საკარანტინე პროექტში ჩართულობით. მათი განწყობა ძალიან პოზიტიურია, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს ისინი უფრო წინ არიან ამ გამოწვევის წინაშე და მოემსახურებიან ტურისტებს ბევრად უფრო დაცულად, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა კახეთში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უძღვებოდა.



მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, რომ საქართველო უნდა მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.



"შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა გრძელდება, მოვუყევით იმ გეგმების შესახებ, რომელიც გულისხმობს უმოკლეს ვადაში გავრცელებას ახალი რეგულაციების და პროექტების კერძო სექტორის დახმარების კუთხით, ტრენინგების თვალსაზრისით, თუ აღნიშნული რეგულაციების დანერგვა-მართვის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, რომ საქართველო მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხო დანიშნულების პოზიციონირებასთან. მიმართულება მარტივია, საქართველომ ძალიან სწორი გზა გაიარა და გვაქვს Covid-19-თან ბრძოლის წარმატებული ისტორია. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ყველა სტრატეგიულ წერტილში და არა მხოლოდ პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულება და ამისთვის ყველა ერთად, ყველა უწყება და ბუნებრივია დიპლომატიური კორპუსი განვაგრძობთ მუშაობას. უფრო მეტად ვაქტიურდებით, ვინაიდან პირველი ივლისი არის ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ პირველი საერთაშორისო მოგზაურები და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად მოხდეს სტრატეგიულ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შეთანხმების მიღწევა და ამაში დიდ როლი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თითოეულ ელჩს,"- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა