logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს
გიორგი გახარია: საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს
15:45 19.05.2020
თითოეულ ელჩს აქვს დავალება, ხვალიდან ყველას ხელთ ექნება ის ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას, იმისთვის, რომ ხვალიდან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წინანდალში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველი ქვეყანა იქნება ისრაელი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და საბერძნეთთან.

გუშინ მე მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩთან სხვადასხვა ქვეყნებში, ყველას ვესაუბრებით, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. მაგალითად, როგორც ჩანს პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, კარგად მიდის მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რადგან საბერძნეთიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სასაზღვრო წერტილები, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ აღნიშნული პროტოკოლებით იხელმძღვანელონ.



"ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და აქ საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და სხვა პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა იმ ვადებში, რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად.



ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად და კიდევ ბევრი რამ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენც უკვე შეგეძლებათ, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის სააგენტოდან ეს პროტოკოლები წაიღოთ და ნელ-ნელა, ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ამ პროცესში ჩაერთოთ, იმისთვის, რომ მზადება დაიწყოთ, რადგან უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ერთდროულად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მიიღებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, გაძლიერდეს.



"მესმის, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მთავარია, რომ იმ მიმზიდველობასთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე გააჩნდა იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ტურისტული ქვეყანა, უნდა დაემატოს კიდევ ერთი წარმატებული კომპონენტი - ვირუსის ეფექტური მართვა. ქვეყანა უნდა იყოს ადაპტირებული ამასთან, უნდა შეგვეძლოს, სწრაფად გამოვავლინოთ ეს ვირუსი, სწრაფად ვუმკურნალოთ, სწრაფად ვმართოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი ცხოვრება მოგვიწევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა