logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ევროკავშირი გიდების სერტიფიცირების გეგმის მომზადებაში დაგვეხმარება
ნათია თურნავა: ევროკავშირი გიდების სერტიფიცირების გეგმის მომზადებაში დაგვეხმარება
13:25 19.05.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელს დომენიკ პაპენჰაიმს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) წარმომადგენელს ფილიპ შტაინჰაიმსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს გერჰარდ შაუმბერგერს შეხვდა და მათთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის ტექნიკურ დახმარებაზე გიდების სერტიფიცირების პროგრამის განსახორციელებლად.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაში. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სექტორმა მალე დააღწიოს თავი კრიზისულ ვითარებას. „ჩვენ ვეხმარებით კერძო სექტორს, რათა დროულად მოხდეს ადგილობრივი ტურისტული ბაზრის გახსნა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა სტუმრებს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც კოვიდ-19 - ის გამოწვევების შესაბამისად მომზადდა და მიზნად ისახავს ტურისტული ინდუსტრიის მზადყოფნას პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურისტების უსაფრთხო მომსახურებისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის - გიდების მომსახურების ადაპტაციაზე პოსტკოვიდური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი დაეხმარება ქართულ მხარეს, მოამზადოს გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემა. ამ მიზნით, შემუშავდება სამოქმედო გეგმა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით. ითქვა, რომ საქართველოს ავსტრიის მხარესთან უკვე აკავშირებს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გუდაურში სამთო გამყოლთა სკოლის პროექტის სახით.

ნათია თურნავას განცხადებით, გიდების გადამზადება პოსტკოვიდური გამოწვევების მიხედვით უაღრესად მნიშვნელოვანია. „საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ეს არის გზავნილი, რომლითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე. ამდენად, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რგოლი უსაფრთხოების უმკაცრეს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს შეეხება გიდებსაც, რომელთა სერტიფიცირების სისტემაზეც ვიწყებთ მუშაობას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები გიდების ასოციაციები და ეს ყველაფერი მოხმარდება ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოების წესების დანერგვას ამ სფეროში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა