logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: სამწუხაროა, რომ დღეს დავა ძალიან კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გახდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი
რომან კაკულია: სამწუხაროა, რომ დღეს დავა ძალიან კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გახდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი
16:58 18.05.2020
„ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან დაკავშირებული მოვლენები საკმაოდ სიმტომატური გახდა. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვენების პოლიტიკოსების მიერ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. მოდური გახდა საუბარი იმაზე, რომ პრორუსული ორიენტაციაა საწყისი და მოტივაცია სახელმწიფოს რეაგირებისას სხვადასხვა ტიპის დანაშაულებების წინააღმდეგ“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

მისი ინფორმაციით, მოდავე მხარე ფრონტერასთან ამტკიცებს, რომ საარბიტრაჟო დავა იქნა მოგებული გარკვეული მხარის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრონტერას მოუწევს იმ საკითხების მოგვარება, რომელიც გარემოს დაცვასთან, ინფრასტრუქტურასთან, ქონებრივ საკითხებთან არის დაკავშირებული.

„ფრონტერა, რაც მახსოვს, ყოველთვის იყო ორგანიზაცია, რომელიც გაუგებარ ილუზიებს ქმნიდა. ამაზე საუბრობდა ამ სფეროში ჩართული ბევრი პარტნიორი. სამწუხაროა, რომ დღეს კონკრეტლი დავა ძალიან კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გახდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი. ბევრი პოლიტიკოსი სარგებლობს ახლა შესაძლებლობით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება შეფუთონ პოლიტიკური ჩარჩოთი, მოძებნონ საზღვარგარეთ პოლიტიკოსები, რომლებსაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის ინტერესები ჰქონდეთ და წარმოაჩინონ ეს დასავლეთის პოზიციად. ასეთი ტიპის ჩარევები მიმართული იმისკენ, რომ თითქოს პრორუსული ძალა აკეთებს ამ ჩარევებს, სხვას არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციებს, თუ ასეთი არსებობს საქართველოში, რადგან დასავლეთი, რომელიც ასეთნაირად რეაგირებს ამგვარ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს მოსახლეობას, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ სჭირდება. ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს მსგავსი ტიპის ჩარევებს, როდესაც საუბრობს რუსული ტიპის პროპაგანდაზე. დასავლეთი ხარჯავს ფულს რუსული პროპაგანდის შესანელებლად და, მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოში არსებული პრორუსული ორიენტაციის გაღრმავებასა და გაღვივებას. ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა