ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტო, ისრაელის სალჩოსთან თანამშრომლობით ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა Developers.Institute-ის მერ ორგანიზებულ პროგრამებში.
Developers.institute გახლავთ უდიდესი გამოცდილების მქონე, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოდირების Bootcamp, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგებს მომავალი დეველოპერებისა და ინოვაციური მეწარმეებისთვის და შექმნილია ყველასთვის, ვისაც სურს კოდირების სწავლა. სამი თვის განმავლობაში სტუდენტები ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალებთან ერთად შეისწავლიან ვებ დეველოპმენტის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ასპექტს და შესაძლებლობა ექნებათ შექმნან საკუთარი ვებ გვერდი HTML და CSS გამოყენებით
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
• HTML, HTML - ენას, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ვებ-გვერდის სტრუქტურასა და შინაარსს.
• CSS - ენას, რომელიც აძლევს სტილს HTML ელემენტებს.
სასწავლო კურსი დაიწყება 19 მაისს და ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 16 მაისის 12:00 საათამდე. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://gita.developers.institute
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
aghvinjilia@gita.gov.ge

















