logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
ნათია თურნავამ საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
13:12 13.05.2020
ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საზღვაო სექტორის საქმიანობის ეფექტიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის სანავსადგურე მიმართულების თითოეული ორგანიზაცია მაქსიმალურად სწრაფად გადაეწყო ახალ მოთხოვნებზე და სამუშაო პროცესში ყოველგვარი შეფერხების გარეშე დანერგა უწყებათშორისი საბჭოს ყველა რეკომენდაცია. დღემდე ზედმიწევნით ზუსტად სრულდება უსაფრთხოების წესები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნებთან-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ,ინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმისა რომ ერთი წუთი არ შეჩერებულა პორტების მუშაობა, მაქსიმალურად იქნა აცილებული ნავსადგურებიდან ვირუსის გავრცელების საფრთხე. სექტორმა სანიმუშო ორგანიზებულობა გამოიჩინა და უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების ფონზე დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. სწორედ ამიტომ მინდა დარგის თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

სექტორში მომუშავე პირები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის - პორტების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას, რითიც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნისათვის აუცილებელი მარაგების შექმნაში. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს სრულყოფილად ვასრულებდეთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას და სრულფასოვნად ვმონაწილეობდეთ მთლიანი რეგიონის მიწოდების ჯაჭვში. გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით წარმართა პანდემიით გამოწვეული კრიზისი საზღვაო სექტორში და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები კრიზისის შემდგომი სიტუაციის რეგულირებისათვის.

ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა, რომელიც დარგის წინაშე პანდემიამ დააყენა, ქართველი მეზღვაურების რეპატრიაცია და როტაცია იყო. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომლის აქტიურობითაც 200-ზე მეტი მეზღვაური დაუბრუნა სამშობლოს, მეტიც, უკვე განხორციელდა ჩარტერული ფრენები მეზღვაურთა გემზე სამუშაოდ ასასვლელად მსოფლიოს სხვადახსხვა ქვეყნებში და გაკეთდა მხარდაჭერის შეთავაზება კერძო სექტორთან მეზღვაურთა გეგმიურ როტაციაზე. გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო მნიშვნელობის საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს - მეზღვაურებს, რომლებიც დღეს წინა ხაზზე არიან. შექმნილი კრიზისის გამო ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა და უდიდესი პასუხისმგებლობით განაგრძობენ თავისი ვალდებულებების შესრულებას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის წარმატებული საქმიანობა, რომელსაც ეწევიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლები სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

საზღვაო დარგის თითოეულ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გაწეული უმძიმესი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის"-განაცხადა თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა