logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვთ შემდეგი სხდომებისთვის მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი
არჩილ თალაკვაძე: კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვთ შემდეგი სხდომებისთვის მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი
13:06 13.05.2020
„მინდა, კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვოთ, მომდევნო სხდომებზე, პარლამენტში განსახილველად მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება, თუნდაც, ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყოს ხელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ თუ ინფიცირებულთა რაოდენობის კლებადი ტენდენცია შენარჩუნდება, ეს უკვე მყარი საფუძველი იქნება შეზღუდვების მოხსნის პროცესის დასაჩქარებლად.

„კარგია, რომ ექიმების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ჩვენი მხარდაჭერით, საზოგადოების მხარდაჭერით, ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის არის შეჩერებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პირველი ღონისძიებების ეფექტურად და დროულად გატარებით, საქართველომ შეძლო კოვიდ19-ის პანდემიის შეკავება. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის იყო ძალიან კარგი კოორდინაცია და არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე, არ ყოფილა მიღებული. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ისიც, რომ როდესაც პარლამენტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, დეპუტატები განხორციელებულ ღონისძიებებს შეფასებენ და სამომავლო სტრატეგიაზეც იმსჯელებენ.

„ერთი რამ ცალსახაა, რომ იმ წარმატებაზე, რასაც მიაღწიეს ექიმებმა, ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფომ და ყველამ ერთად, უკვე შევძელით, რომ დავაშენოთ და დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები და სწორედ მათი შედეგების გათვალისწინებით გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ დღეს ვმსჯელობთ არა მხოლოდ კრიზისულ რეაგირებაზე, არამედ პოსტ კრიზისულ პერიოდზეც, მათ შორის, ისეთ სექტორზე, როგორიც არის ტურიზმის აღდგენა. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ლოკაცია მსოფლიოში ამ მომენტში, როდესაც პანდემია ჯერ ისევ გრძელდება. ჩვენ, ამას სათანადო შეფასებას მივცემთ პარლამენტშიც“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ კომიტეტების თავმჯდომარეებს მოუწოდა, მოამზადონ კანონპროექტები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

„ვიცი, რომ კომიტეტები აქტიურად მუშაობენ ამაზე და გთხოვთ, რომ მომდევნო სხდომების სამუშაო პროცესი გავიაზროთ ზუსტად ამ კონტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, რომ რა შეიძლება, პარლამენტმა დამატებით გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ეკონომიკური ფუნქციების აღდგენას, სამუშაო ადგილების აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ კუთხით ეფექტური დახმარების გაწევას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა