logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სსფ - ეროვნულმა ბანკმა გონივრული მიდგომით ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა
სსფ - ეროვნულმა ბანკმა გონივრული მიდგომით ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა
14:15 08.05.2020
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გონივრული მიდგომით შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსის მოქნილობა", - ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის ნაბიჯებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციის მოლოდინების შესაბამისად უნდა წარიმართოს. "მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს მოქნილი და ეფუძნებოდეს ინფლაციის ტენდენციებს. მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან იგი შოკის მშთანქმელ როლს ასრულებს. თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა და კაპიტალური ბუფერების გამოთავისუფლება ფინანსური სტაბილურობის გარანტია", - აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის მოკლევადიანი ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკა ხელს შეუწყობს პანდემიის გავლენის შემცირებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ბანკების გამძლეობის გაზრდას ისახავს მიზნად. "სწორედ ეროვნული ბანკის მიერ შოკამდე გადადგმული ნაბიჯების გამო, კომერციული ბანკები მყარი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდნენ COVID 19 - ის პანდემიას. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა მაკრო-პრუდენციულმა ზომებმა ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას, როგორიცაა სესხების დოლარიზაციისა და შინამეურნეობის ჭარბვალიანობის შემცირება".

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს დოლარიზაციაზე, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვან სტრუქტურულ რისკზე და საშუალოვადიან პერიოდში სესხების ლარიზაციის ხელშეწყობაზე მიუთითებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ კრიზისის შემდგომ აუცილებელია შემუშავდეს ყოვლისმომცველი სტრატეგია, რათა იმ მსესხებლებმა, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები აღარ აიღონ. ასევე, უნდა გაიზარდოს დეპოზიტართა ნდობა ლარით დასაზოგად.

"ჩOVID-19 - ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ნაბიჯები დროული, პროაქტიული და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო", - აცხადებს ფონდი და აღნიშნავს, რომ საქართველოს შედეგები გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში კარგად ფასდება, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და COVID 19 - ის პანდემიამ მყისიერი დაფინანსების საჭიროება შექმნა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს COVID 19 - ის პანდემიის გამო გამოყოფილი ფინანსური პაკეტიდან პირველი ტრანში 201.3 მლნ აშშ დოლარი უკვე ჩაურიცხა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა