საქართველოს პარლამენტის წევრი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
ერთად, ს.ს. საქკაბელს ესტუმრა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს და სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
უმრავლესობის დეპუტატმა საწარმოს ხელმძღვნელობას რეგულაციების ზედმიწვნით შესრულებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, მითუმეტეს ისეთის, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
"ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი იმ ბიზნესის, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. 2012 წლიდან დღემდე, არაერთი საგრანტო პროგრამა ავამოქმედეთ სწორედ ქართული ბიზნესის წასახალისებლად და, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შესათავაზებლად. დღეს, როდესაც ვირუსის გამო, მსოფლიოში ბევრი რამ სამუდამოდ შეიცვალა, უაღრესად მნიშვნელოვანია არ დავკრგოთ არცერთი რესურსი, შევინაჩუნოთ ყველა სამუშაო ადგილი და კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ბიზნესის განვითარებას. ხელისუფლება იქნება ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი და მეგობარი, რომელიც ქვეყნაში სამუშაო ადგილებს ქმნის და ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს"- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

















